ჩახოხბილი

შემადგენლობა:

მომზადება: 

დავჭრათ ერთი ქათამი ან ორი წიწილა, ჩავაწყოთ ქვაბში და შევდგათ ცეცხლზე. ცოტა რომ მოშუშდება, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და დავასხათ 1/2 ჩ.ჭ ერბო ან ზეთი. 5-10 წუთის შემდეგ დავაყაროთ 500 გრ გაფცქვნილი და დაჭყლეტილი მწიფე პომიდორი, მარილი, დავახუროთ ხუფი და ვხარშოთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. როდესაც დამზადდება, დავასხათ ღრმა თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე. თუ ამ კერძს ზამთარში ვაკეთებთ, შეიძლება კარგი ტომატი ან ტომატი- პასტა  გამოვიყენოთ.

ჩახოხბილი

2.9 (57.5%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

გებჟალია





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი