ამოლესილი ლობიო

შემადგენლობა:

მომზადება:

ლობიო მალე რომ მოიხარშოს, მთელი ღამით დატოვეთ ცივ წყალში, დილით წყალი გადაწურეთ, დაასხით ცივი წყალი და დადგით მოსახარშად. თუ ხარშვის პროცესში წყალი ჩაშრება, დაუმატეთ ცივი (და არა ცხელი). ნახევრად მოხარშულ ლობიოს შეურიეთ დაჭრილი ნიახური, პრასი, ნიორი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. როცა ლობიო კარგად მოიხარშება, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ქონდარი (შეგიძლიათ იხმაროთ ხმელი ქონდარიც), რეჰანი და 1-2 წუთის შემდეგ კარგად ამოლესეთ ხის კოვზით. შეაზავეთ ძმრით და მარილით. თუ გსურთ შეურიეთ 1 სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზიც.

ამოლესილი ლობიო გემრიელია მჭადთან და მწნილებთან ერთად.

 

ამოლესილი ლობიო

3.8 (76.33%) 49 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. სახელი*kote tantaladze says:

    ზეთს არ უკეთებთ? უზეთო ლობიო რას ვარგა, 200 გრამი ზეთი უნდა ერთ ქვაბ ლობიოს.

დატოვეთ კომენტარი