ისპანახის ღვეზელი

შემადგენლობა:

 მომზადება: 

  1. გაალღვეთ ფენოვანი ცომი, გააბრტყელეთ და გაყავით ოთხ ნაწილად. გაასუფთავეთ ისპანახი, გარეცხეთ და ცოტა ხნით ჩადეთ მდუღარე წყალში. გააგრილეთ, გაწურეთ და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ მარილი, ჯავზი და 2 ს/კ ზეთი.
  2. შეურიეთ ერთმანეთს 2 კვერცხი, ხაჭო და ყველი. დაუმატეთ ისპანახი. 6 კვერცხი ხარშეთ 7 წთ. (ძალიან მაგრად არ უნდა მოიხარშოს), გადაავლეთ ცივი წყალი, გაფრცქვენით და გაჭერით სიგრძეზე.
  3. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. საცხობ ფორმას თხლად წაუსვით ზეთი. ცომის 2-2 ფირფიტა ერთმანეთს დაადეთ და ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ისე, რომ ფორმაზე ოდნავ დიდი ფირფიტები გამოვიდეს. ჩადეთ ფორმაში ერთი ფირფიტა, წაუსვით ზეთი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
  4. შიგთავსი გაანაწილეთ ცომზე, მოაწყვეთ მოხარშული კვერცხები ბრტყელი ზედაპირით ქვემოთ. დაადეთ ცომის დარჩენილი ფირფიტა. კიდეები შიგნით  შეუკეცეთ და დააწექით რომ ცხობისას არ გაიხსნას. ზემოდან წაუსვით ზეთი და დაჩხვლიტეთ ხის წვრილი წკირით. აცხვეთ 50 წთ. გამოიღეთ და გააგრილეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

გოზინაყი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი