თევზის მოყვარულებო მოამზადეთ ჩვენთან ერთად!
ინგრედიენტები:
თევზის ფილე – 600 გ.
ლიმონის წვენი – 2 ს.კ.
ზეთი – 2 ს.კ.
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 2 კბილი
კარაქი – 4 ს.კ.
ტომატ-პასტა – 4 ს.კ.
თევზის ბულიონი – 2 ჩ.ჭ.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
თევზის ფილე დაჭერით კუბიკებად, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ პილპილი და შეწვით ზეთში. წვრილად დაჭრილი ხახვი და დანაყილი ნიორი მოშუშეთ კარაქში, ცალკე მოშუშეთ ტომატ-პასტა. შემწვარ თევზს შეურიეთ მოშუშული ხახვი, ნიორი, ტომატ-პასტა, ბულიონი და მოშუშეთ 25 წთ. მორთეთ მწვანილით. სუფრასთან მიიტანეთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად.
მაკარონის და თინუსის სალათი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი