ფელამუში

შემადგენლობა:

მომზადება:

მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები: ბადაგი, ნიგოზი,ფქვილი და შაქარი. სიმინდის ფქვილი თასში ჩაყარეთ. ფქვილს დაასხით ბადაგი. ფქვილი ნელ-ნელა გახსენით ბადაგში. საჭიროებისამებრ დაუმატეთ კიდევ ცოტა ბადაგი. ბადაგი ქვაბში ჩაასხით და გაზქურაზე დადგით. დაუმატეთ ბადაგში გახსნილი ფქვილი და გამუდმებით ურიეთ. როცა ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს. როცა ფლამუში ბუშტუკებს გაიკეთებს და კარგად შესქელდება,დააყარეთ შაქარი. ამის შემდეგ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ. ფელამუში თეფშებზე ამოიღეთ და ნიგვზის ლებნებით მორთეთ.

ფელამუში
3.75 (75%) 4 votes





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი