მარტივი კერძი ოჯახის ყველა წევრისთვის!
ინგრედიენტები:
პური ქერქის გარეშე – 10 ნაჭერი
კარაქი – 4 ს.კ.
ქათმის ღვიძლი – 150 გ.
ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ.
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
თეთრი ღვინო – 2 ს.კ.
ჯონჯოლი – 2 ს.კ.
დაჭრილი ოხრახუში 1 ს.კ.
პილპილი გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მწვანილი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
პურის ნაჭრები შებრაწეთ კარაქში. ღვიძლი დაჭერით და შეწვით ზეთში. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შუშეთ კიდევ 2 წთ. დაუმატეთ ჭვინო, მარილი და პილპილი. შუშეთ 20 წთ. გადმოდგით და გააგრილეთ. ღვიძლიანი მასა ცხიმთან ერთად გაატარეთ საცერში. დაუმატეთ ჯონჯოლი და ოხრახუში. მიღებული მასა წაუსვით პურის ნაჭრებს და გააფორმეთ მწვანილით.
ტომატი ( შესანახად) |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი