ღვიძლი ვენეციურად
მასალა:
- 500გრ ღვიძლი (სასურველია ხბოსი ან დეკეულის)
- 150გრ ფქვილი
- 100გრ ყველი
- 200 მლ 22%-იანი ნაღები
- 0.5 ჭიქა თეთრი ღვინო
- 3 თავი ხახვი
- კარაქი და ზეთი შესაწვავად
- მარილი, შავი პილპილი, რეჰანი, შაშკვლავი
მომზადება:
ხახვი დავჭრათ თხელ ნახევარწრეებად და შევწვათ კარაქის და ზეთის ნარევში ცხელ ტაფაზე. მოგრძო თხელ ნაჭრებად დაჭრილი ღვიძლი ამოვავლოთ ფქვილის, მარილის და პილპილის ნაზავში და ხახვთან ერთად 6-7 წუთის განმავლობაში შევწვათ მაღალ ცეცხლზე. დავამატოთ ნახევარი ჭიქა ღვინო და დავტოვოთ ცეცხლზე ღვინის ამოშრობამდე. დავასხათ ათქვეფილი ნაღები და გავაჩეროთ 2-3 წუთი მუდმივი მორევით. ბოლოს მოვახეხოთ ყველი, 2 წუთით დავხუროთ თავზე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი