ღვიძლი ვენეციურად

მასალა:
  • 500გრ ღვიძლი (სასურველია ხბოსი ან დეკეულის)
  • 150გრ ფქვილი
  • 100გრ ყველი
  • 200 მლ 22%-იანი ნაღები
  • 0.5 ჭიქა თეთრი ღვინო
  • 3 თავი ხახვი
  • კარაქი და ზეთი შესაწვავად
  • მარილი, შავი პილპილი, რეჰანი, შაშკვლავი
მომზადება:
ხახვი დავჭრათ თხელ ნახევარწრეებად და შევწვათ კარაქის და ზეთის ნარევში ცხელ ტაფაზე. მოგრძო თხელ ნაჭრებად დაჭრილი ღვიძლი ამოვავლოთ ფქვილის, მარილის და პილპილის ნაზავში და ხახვთან ერთად 6-7 წუთის განმავლობაში შევწვათ მაღალ ცეცხლზე. დავამატოთ ნახევარი ჭიქა ღვინო და დავტოვოთ ცეცხლზე ღვინის ამოშრობამდე. დავასხათ ათქვეფილი ნაღები და გავაჩეროთ 2-3 წუთი მუდმივი მორევით. ბოლოს მოვახეხოთ ყველი, 2 წუთით დავხუროთ თავზე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

გოგრის სუპი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი