აჩმა
შემადგენლობა:
- 4ც კვერცხი
- 2 ჩ.ჭ წყალი
- მარილი
- ფქვილი (რასაც შეიზელს)
- 2 ც მარგარინი
- 1,5 კგ ფქვილი
მომზადება:
2 ც კვერცხი, 2ჭ წყალი და ფქვილი ავზილოთ კარგად, გავყოთ 8 ნაწილად.
- პირველი ფენა გავაბრტყელოთ, დავაფინოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე, ისე რომ ნაპირები გადმოეფინოს, დავასხათ ცხიმი.
- მეორე ფენა მოვხარშოთ. დავაფინოთ და დავაყაროთ ყველი.
- მესამე ფენა მოვხარშოთ. დავაფინოთ და დავასხათ გამდნარი მარგარინი.
- მეოთხე ფენა მოვხარშოთ, დავაფინოთ და დავაყაროთ ყველი.
- მეხუთე ფენა მოვხარშოთ, დავაფინოთ და დავასხათ ცხიმი.
- მეექვსე ფენა მოვხარშოთ, დავაფინოთ და დავაყაროთ ყველი.
- მეშვიდე ფენა მოვხარშოთ და დავაფინოთ.
- მერვე ფენა მოუხარშვი დავფინოთ თავზე, ამოვუკეცოთ გვერდები, დავჭრათ და დავასხათ ცხიმი. შემდეგ გამოვაცხოთ. (არ დაგავიწყდეთ რომ ყველა მოხარშული ფენა უნდა გავავლოთ ცივ წყალში.)
და როგორ წყალში მოვხარშოთ
ჩვეულებრივად ცხელ წყალში ჩადებთ ცომს და რომ მოიხარშება ამოიღეთ :))