შემადგენლობა:
მომზადება:
ხორცს წვრილად დავჭრით და ნელ ცეცხლზე მოვხრაკავთ. მერე დავაყრით ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვს და კარგად მოვთუშავთ. შემდეგ ერთ ჭიქა ფქვილს მოვაყრით და ისევ მოვშუშავთ. მერე ჩავასხამთ ერთ კოვზ ტომატს. ცალკე გვექნება ორი ჭიქა გატარებული ნიგოზი, რომელსაც კარგად გავხსნით ადუღებულ წყალში. ნიგოზს სხვადასხვა უცხო სუნელებში გავამზადებთ. საჭიროა ხმელი ქინძი, ხარჩოს სუნელი, ყვითელი ყვავილი, ცოტა გამხმარი აჯიკა. ამ ყველაფერს მოთუშულ ხორცს შევურევთ. წამოვადუღებთ და როცა ვნახავთ, რომ გასქელდა, ესე იგი მზადაა. ძალიან სქელი ხარჩოც არ უნდა გამოვიდეს. ეს ხარჩო ღორის და ქათმის ხორცითაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
ფელამუში |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი