შემადგენლობა:
მომზადება:
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მოვათავსოთ ჯამში და კარგად ვსრისოთ 15-17 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ არაჟანი და ვთქვფიოთ 2 წუთი. ჩავაყაროთ ფქვილის ნახევარი, მოვზილოთ ცომი და გადავიტანოთ მაგიდაზე. დარჩენილი ფქვილი მოვაყაროთ ცომს და ვზილოთ 7- 10 წუთი. ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ შაქარი, დარიჩინი, თაფლი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ცომი დავჭრათ 50 გრამიან ნაჭრებად,კარგად გავაბრტყელოთ, რომ ერთი ბოლო უფრო განიერი იყოს, წავუსვათ კარაქი, დავაყაროთ 30 გრამი ნიგვზის გულსართი და დავიწყოთ გადახვევა ტაფაზე, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ ღუმელში 20-30 წუთი.
ბეზე გატარებული ნუშით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი