მობრაწულა ხორცით და ბოსტნეულით

მობრაწულა ხორცით და ბოსტნეულით

გაალამაზეთ სუფრა გემრიელი მობრაწულათი!

ინგრედიენტები:

ხორცის ფარში – 300 გ.

ხახვი – 1 თავი

ნიორი – 1 კბილი

სიმინდი – 6 ტარო

ყვავილოვანი კომბოსტო – 200 გ.

პამიდორი – 3 ც.

კარაქი – 3 ს.კ.

გახეხილი ყველი – 2 ს.კ.

პილპილი და მარილი გემოვნებით

ცხიმი ფორმისთვის

 

მომზადების წესი:

ფარში, ხახვი, ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოაყარეთ პილპილი და მარილი. სიმინდის ტაროები კარგად მოხარშეთ და მოახალეთ მარცვლები. ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ და ყვავილები გააცალკევეთ. პამიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით. ცხიმწასმულ ფორმაში ფენებად ჩააწყვეთ ყვავილოვანი კომბოსტო, სიმინდის მარცვლები, ფარში და პამიდორი, მოასხით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ ყველი და შედგით 20წთ. 200 გრადუსამდე გაცხელებული ღუმელში.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

აჯიკის სუპერ რეცეპტი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი