ბანანის ბლინები

bananis blinebi

მარტივი და ძალიან გემრიელი ბლინები ბანანის არომატით.

ინგრედიენტები:

ფქვილი – 1 ჭიქა;

შაქარი – 2 ჩ.კ;

საფუარი – 2 ჩ.კ;

მარილი – ½ ჩ.კ;

სოდა + ძმარი – ½ ჩ.კ;

რძე – ¾ ჭიქა;

გატარებული ბანანი –  (2 საშუალო ზომის) – ¾ ჭიქა;

დარბილებული კარაქი ან მარგარინი – 1/3 ჭიქა;

მოხარშული თეთრი ბრინჯი – 1 ჭიქა;

ვანილი – ½ ჩ.კ;

დარიჩინი (სურვილისამებრ) – ½ ჩ.კ;

მომზადების წესი:

აურიეთ ფქვილი, შაქარი, საფუარი, სოდა+ძმარი, მარილი და დარიჩინი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული, დაამატეთ რძე, გატარებული ბანანი, კარაქი და ვანილი. კარგად ათქვიფეთ. შემდეგ კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ბრინჯთან ერთად დაამატეთ მომზადებულ ცომს. კარგად აურიეთ ეს ყველაფერი და ცხელ ტაფაზე გამოაცხვეთ თხელ-თხელ ფენებად.

გემრიელად მიირთვით!

ბანანის ბლინები

4.5 (90%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის მუსი





ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. ნანიკო says:

    ბანანის ბლინებს კვერცხი რამდენი უნდა არ არის მიტიტებული

  2. სანდრო says:

    ბანანი, ისევე,როგორც კვერცხის გული, შეიცავს ბუნებრივ ემულგატორებს (ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის წარმოქმნას – ამ შემთხვევაში, ცხიმისა და წყლის მოლეკულებს აკავშირებს).
    ანუ, კვერცხი აღარ უნდა;3

  3. სახელი*luka mamulashvili says:

    A 5kvercxi ar gauketot iq egre ewera

დატოვეთ კომენტარი