მარტივი და ძალიან გემრიელი ბლინები ბანანის არომატით.
ინგრედიენტები:
ფქვილი – 1 ჭიქა;
შაქარი – 2 ჩ.კ;
საფუარი – 2 ჩ.კ;
მარილი – ½ ჩ.კ;
სოდა + ძმარი – ½ ჩ.კ;
რძე – ¾ ჭიქა;
გატარებული ბანანი – (2 საშუალო ზომის) – ¾ ჭიქა;
დარბილებული კარაქი ან მარგარინი – 1/3 ჭიქა;
მოხარშული თეთრი ბრინჯი – 1 ჭიქა;
ვანილი – ½ ჩ.კ;
დარიჩინი (სურვილისამებრ) – ½ ჩ.კ;
მომზადების წესი:
აურიეთ ფქვილი, შაქარი, საფუარი, სოდა+ძმარი, მარილი და დარიჩინი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული, დაამატეთ რძე, გატარებული ბანანი, კარაქი და ვანილი. კარგად ათქვიფეთ. შემდეგ კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ბრინჯთან ერთად დაამატეთ მომზადებულ ცომს. კარგად აურიეთ ეს ყველაფერი და ცხელ ტაფაზე გამოაცხვეთ თხელ-თხელ ფენებად.
გემრიელად მიირთვით!
ბლომანჟე |
ბანანის ბლინებს კვერცხი რამდენი უნდა არ არის მიტიტებული
ბანანი, ისევე,როგორც კვერცხის გული, შეიცავს ბუნებრივ ემულგატორებს (ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის წარმოქმნას – ამ შემთხვევაში, ცხიმისა და წყლის მოლეკულებს აკავშირებს).
ანუ, კვერცხი აღარ უნდა;3
A 5kvercxi ar gauketot iq egre ewera