არაჟნის და მწვანილის სოუსი
შემადგენლობა:
- მწვანილები ( ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი) 5 ს.კ
- 1 ს.კ მწვანე ხახვი ( თავზე მოსაყრელად)
- 5 ს.კ არაჟანი
- 5 ს.კ მაწონი
- 1 ჩ.კ მდოგვი
- 2 ჩ.კ ლიმონის წვენი
- მარილი,თეთრი ან შავი პილპილი
მომზადება:
მწვანილები გარეცხეთ და გააშრეთ. დაჭერით ძალიან წვრილად. ღრმა ჯამში შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტი, ჩაუმატეთ მწვანილებიც, კარგად მოურიეთ. გასინჯეთ, თუ თქვენი გემოვნებით სიმჟავე აკლია დაუმატეთ ლიმონის წვენი, თუ პირიქით მჟავეა-შეურიეთ 0.5 ჩ.კ შაქარი. ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი მწვანე ხახვი.
არაჟნის და მწვანილის სოუსი
5 (100%) 1 vote[s]
arajani ,
civi kerdzebi ,
mwvanili ,
sauce ,
sousi ,
არაჟანი ,
არაჟნის და მწვანილის სოუსი ,
მაწონი ,
მწვანილი ,
სოუსი ,
ცივი კერძები
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი