მომზადება:
1 ჭიქა შაქრის ფხვნილისა და 6 ც კვერცხის გულისან გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ 200 გრ შერბილებული
კარაქი, 300 გრ არაჟანი, 1 ჩ.კ სოდა, ძმარში გახსნილი, ცოტა ვანილი, აურიეთ კარგად. შეაზილეთ 3 ჩ.ჭ
პურის ფქვილი. ცომი გაყავით 3 ტოლ ნაწილად და გამოაცხვეთ ღუმელში ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე
სათითაოდ. ბისკვიტი რომ გაცივდება წაუსვით კრემი თავსა და გვერდებზე, დაადეთ ერთმანეთზე და მოასხით
შოკოლადის მინანქარი.
კრემი:
6 ც კვერცხის გარსი კარგად ამოიყვანეთ მიქსერით, დაუმატეთ 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ც ლიმონის ცედრა
და მოზრდილი, გათლილი გახეხილი 4 ც ვაშლი. აურიეთ კარგად.
მინანქარი:
1/2 ჭიქა თბილ რძეში გახსენით 2ს.კ კაკაო, 1 ჩ.ჭ შარის ფხვნილი, 50 გრ კარაქი, ადუღეთ 10 წთ.
კაკაოს ორცხობილები |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი