ყველასთვის საყვარელი კერძი მოამზადეთ კიდევ ერთხელ!
ინგრედიენტები:
გარგრის ჩირი – 100 გ.
ხახვი – 2 თავი
ნიორი – 1 კბილი
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
ხორცის ბულიონი – 3 ჩ.ჭ.
გრძელი ბრინჯი – 1 ჩ.ჭ.
ქიშმიში – 4 ს.კ.
კედრის კანგაცლილი თესლი – 1 ს.კ.
დაფული ზაფრანა – 1/4 ჩ.კ.
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გარგარის ჩირს დაასხით ცხელი წყალი და კარგად დაალბეთ, შემდეგ გარეცხეთ და დაჭერით გრძლად. ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ხორცის ბულიონი, გარგრის ჩირი, მარილი და მოშუშეთ 10 წთ. დაუმატეთ ბრინჯი და მოშუშეთ კიდევ 15 წთ. შეურიეთ ცხელ წყალში დამბალი ქიშმიში, კედრის თესლი, ზაფრანა და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წთ.
კვერცხი შიგთავსით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი