მომზადება:
მოზრდილ ქვაბში ჩაასხით ბევრი წყალი, ჩაყარეთ შიგ ცოტა მარილი და აადუღეთ.
300 გრ წყალში ათქვიფეთ 4 ც კვერცხი, დაუმატეთ მარილი, შეაზილეთ იმდენი ფქვილი,რომ მიიღოთ ზომიერი
ცომი. გაყავით ცომი 10 ნაწილად, გააბრტყელეთ აჩმას ყალიბის ზომაზე.
თითოეული ცალ-ცალკე ჩადეთ მდუღარე წყალში, როცა ფერს შეიცვლის ამოიღეთ ქაფქირით
და გადაიტანეთ ცივ წყალში, გაწურეთ და დააფინეთ
ყალიბზე, მოასხით გამდნარი კარაქი, კარაქი მოასხით ყველა ფენაზე.
ყოველი 3 ფენის შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი, ზედა ფენას უნდა იყოს ყველაზე დიდი , რადგან
ის ოთხივე მხარეს უნდა შემოიკეცოს. გააჩერეთ 15 წთ.
დაჭერით ოთკუთხა ნაჭრებად და შედგით ღუმელში საშუალო ცეცხლზე. სულ საჭიროა 1.5 კგ ყველი და
500 გრ კარაქი.
ქამა სოკო სულგუნით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი