ხილის ტარტალეტები
შემადგენლობა:
- 600 გ მოცხარი
- 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
- 250 გ არაჟანი
- 1 ს.კ შაქრის პუდრა
- 2 ს.კ ჟოლოს სიროფი
- 1 პაკეტი ვანილის სოუსი
- 12 ც ფხვიერი ცომის მზა ტარტალეტი ან გალეტი
- 200 მლ მოცხარის წვენი
- 1 პაკეტი ტორტის მინანქარი
მომზადება:
- მოცხარი გარეცხეთ, ჩანგლით დაჭყლიტეთ და მოაყარეთ შაქრიანი ვანილი.
- შეურიეთ ერთმანეთშ არაჟანი, შაქრის პუდრა, 1 ს.კ ჟოლოს სიროფი და ვანილის სოუსი. მიღებული კრემი გაანაწილეთ ტარტალეტებზე და მორთეთ მოცხარით.
- შეურიეთ ერთმანეთს მოცხარის წვენი და 1 ს.კ ჟოლოს სიროფი. დაუმატეთ მინანქრის ფხვნილი და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ. მზა მინანქარი გაანაწილეთ მოცხარზეე. ტარტალეტები დააწვეთ გრილ ადგილას. სუფრასთან მიიტანეთ ათქვეფილ ნაღებთან ერთად.
რამდენ ულუფაზეა? ეს რეცეპტიიიი <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3
ამ მასალის შედეგად გამოდის 12 ცალი ტარტალეტი :))