შოკოლადის ნამცხვარი

შემადგენლობა:

მომზადება:

კვერცხის ცილა გათქვიფეთ 2 ს.კ თბილ წყალთან ერთად, ჩაამატეთ გულები, 80 გრ შაქარი, შემდეგ კი დააცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.
ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ყალიბში (დიდები რომ არის, ღუმელებს მოჰყვება ხოლმე) და 180 გრადუსზე აცხვეთ დაახლოებით 10-12 წუთი.
თუ რულეტს აკეთებთ, გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ სუფთა პირსახოცზე, ქაღალდიანი მხარით ზემოთ, მოაშორეთ ქაღალდი და პირსახოციანად გადაახვიეთ. თუ რულეტს არ აკეთებთ, მოაშორეთ ქაღალდი, გააცივეთ და 3 ან 4 თანაბარ ნაწილად გაჭერით.
ნაღები ათქვიფეთ, დაამატეთ დარჩენილი შაქარი ან შაქრის პუდრა და ვანილი. გაციებულ ბისკვიტზე წაუსვით თხლად ჯემი, შემდეგ კი კრემი.
შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე დაამატეთ 1 ჩ.კ კარაქი და 1 ჩ.კ წყალი ან რძე და მოასხით ნამცხვარს ზემოდან.
ჯემი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. თუ ძალიან სქელი კონსისტენციისაა და წასმა გიჭირთ, შეგიძლიათ ოდნავ შეათბოთ, წასმის შემდეგ გააგრილოთ და კრემი ისე დაადოთ.

შოკოლადის ნამცხვარი

5 (100%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ხაჭოს კექსი





ამ რეცეპტს აქვს 4 კომენტარი

  1. ნინი says:

    ვაიმე რა გემრიელიააააააააააააააა

  2. მარიამი says:

    ამ მასალით გამომივა 3ფირფიტა? თუ მერეა გაყოფილი

  3. ანა says:

    zalian gemrielia da mo0vamzadeb magram ver sevinaxe

დატოვეთ კომენტარი