მოამზადეთ ყაბაყი სოკოსთან ერთად!
ინგრედიენტები:
საშუალო ზომის ყაბაყი – 2ც.
დათვის სოკო ან ქამა სოკო – 300 გ.
ხახვი – 2 თავი
ზეთი რამდენიც დასჭირდება
მოხარშული ბრინჯი – 100 გ.
დაჭრილი მწვანილი გემოვნებით
არაჯანი – 3 ს.კ.
კვერცხი – 1 ც.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ყაბაყი გათალეთ, დაჭერით 4-5სმ. სიმაღლის ცილინდრისებურ ნაჭრებად და ამოაჭერით გულის თესლიანი ნაწილი. ყაბაყის ნაჭრებს დაასხით 2 ჩ.ჭ. მარილწყალი და ხარშეთ 20 წთ. სოკო ხარსეთ 2 ჩ.ჭ. წყალში 30 წუთი. გადაუწურეთ წყალი, გააგრილეთ და დაჭერით. ხახვი დაჭერით წვრილად, შუშეთ ზეთში 5 წთ. შეურიეთ სოკო და შუშეთ კიდევ 7 წთ. შიგთავსისთვის ბრინჯს შეურიეთ მოშუშული სოკო და ხახვი, დაჭრილი მწვანილი, პილპილი და მარილი. ყაბაყის ნაჭრები ამოავსეთ შიგთავსით, მოასხით არაჟანთან ერთად ატქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში 15 წთ.
მწვანე ლობიო ლორით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი