შემადგენლობა:
მომზადება:
ღერღილი კარგად გარეცხეთ. სასურველია გამდინარე წყალში. გარეცხილი ღერღილი ქვაბში ჩაყარეთ და მდენი წყალი დაასხით, რომ კარგად დაიფაროს. წყლის ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოაცილეთ. ქვაბი ცეცხლზე დადგით და საშუალო ტემპერატურაზე ხარშეთ. ღომი დიდხანს უნდა იხარშოს. როცა ერთიანი,სქელი მასა გახდება, სიმინდის ქვილი დაუმატეთ და ჩაზილეთ. ცეცხლს დაუწიეთ და ხარშვა გააგრძელეთ. ღომის მოხარშვას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება. მზა ღომი სველი ჩოგნით თეფშზე ამოიღეთ, ყველი ჩააწყვეთ და სუფრასთან ისეე მიიტანეთ.
ხაჭაპური სომხური ლავაშით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი