ტყემალი

მომზადება:

ალუმინის ქვაბში მოათავსეთ გადარჩეული და გარეცხილი 10 კგ ტყემალი. დაასხით წყალი იმ რაოდენობით,

რომ ტყემალი  დაიფაროს. ჩაყარეთ შიგ  ქინძის ღეროები, წიწაკა გემოვნებით. როცა

მოიხარშება გააცივეთ, გახეხეთ დუშფალანგზე.

ტყემალი კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ დანაყილი 300 გრ ნიორი, კვლიავი და ქინძი.

200 გრ ომბალო, 0.5 ჭიქა ხმელი ქინძი, მარილი გემოვნებით. ადუღეთ 20 წთ.

ცხლად ჩაასხით ბოთლებში, დაახურეთ თავზე.

ტყემალი

3.2 (63.33%) 6 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კალმახის საცივი კალმახის საცივი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი