დღეს ძალიან აქტიურია სამარხვო კერძები, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენც შემოგვეთავაზებინა ძალიან გემრიელი და საინტერესო რეცეპტი!
ინგრედიენტები:
ატრია („ლაფშა“) – 100 გრ;
სტაფილო – 1ც;
პრასი ½;
კომბოსტო – 150-200 გრ;
ადუღებული წყალი ½ ჭიქა;
ბულგარული წიწაკა – 1 ც;
მწვანე ხახვი – 1 პატარა შეკვრა;
ნიორი – 1 კბილი;
კოჭა – დაახლოებით 2 სმ-იანი ნაჭერი;
სოიოს სოუსი გემოვნებით;
ზეთი – 2 ჩ/ჭ.
მომზადების წესი:
მოვხარშოთ ატრია და გადავწუროთ; დავჭრათ პრასი თხელ ნაჭრებად; გაფცქვნილი სტაფილო წვრილ ზოლებად დაჭერით; ბულგარულიც ღეროებად დავჭრათ;
დაჭყლიტეთ ნიორი; კოჭა გავასუფთაოთ და გავხეხოთ სახეხზე; ჯერ ზეთდასხმულ ტაფაზე მოვთუშოთ ნიორი, პრასი და კოჭა, სანამ გაოქროსფერდება ხახვი, შემდეგ კი ვამატებთ სტაფილოს. ხშირად ურიეთ მასას.
ამავე ტაფაში ვამატებთ მწვანე ხახვსა და კომბოსტოს, ვურევთ, ვასხამთ 1 ჭიქა წყალს და 5 წთ ვადუღებთ, სანამ წყალი ნახევრამდე დაშრება.
მიღებულ მასას დავამატებთ ატრიას და კარგად ავურევთ. სანამ მიირთმევთ, შეგიძლიათ სოიოს სოუსი მოასხათ კერძს.
გემრიელად მიირთვით!
სტაფილოს სალათი |
რა არის კოჭა,ატრია ვერ გავიგეტთ
ესეიგი კოჭა (იგივე ჯანჯაფილი, იმბირი ვიზუალურად კართიფილს გავს , ატრია არის მოხარშული ცომი :(ფქვილი წყალი და მარილი) ზუსტად ხინკლის ცომი, მისცემ სასურველ ფორმას და მოხარშავ , აი ეს არის ატრია იგივე ლაფშა