კაკლის მურაბა

შემადგენლობა:

მომზადება:

საშუალო სიდიდის (მწვანე) კაკალი გავთალოთ, ჩავყაროთ შესაფერ ჭურჭელში, დავასხათ ბლომად წყალი და სამ დღეს შიგ გავაჩეროთ. ყოველდღიურად სამჯერ ვუცვალოთ წყალი. მეოთხე დღეს წყალი გადავწუროთ, თითოეული კაკალი წვრილი ჩხირით დავჩხვლიტოთ, დავაყაროთ 500 გრამი კირი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და გავაჩეროთ შიგ სამი დღე და ღამე. მეოთხე დღეს კაკალი გავრეცხოთ ჩამდინარე წყალზე, რომ კირი არ შეყვეს. გარეცხილი კაკალი ჩავყაროთ შესაფერის ჭურჭელში, დავასხათ წყალი და ოთხი დღე შიგ გავაჩეროთ (თუ კაკალი კირში გამოყვანილი შევიძინეთ, მაშინ მისი მომზადების პროცესი აქედან იწყება). დღეში სამჯერ ვუცვალოთ წყალი. მეხუთე დღეს ქვაბში ბლომად ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ ჩავყაროთ კაკალი, ვხარშოთ 15 წუთი და წყალი გადავღვაროთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ ერთი სუფრის კოვზი შაბი, კაკალი და 15 წუთი ვადუღოთ. გადავწუროთ, დავასხათ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 10 წუთი, შემდეგ ისევ გადავწუროთ, დავასხათ წყალი, ჩავყაროთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი (ან 2-3 სადილის კოვზი თაფლი), ჩვაყაროთ კაკალი და ვადუღოთ ნახევარი საათი. წყალი გადავწუროთ.
სუფთა ქვაბში ჩავასხათ ბლომად წყალი; ადუღებისთანავე ჩავყაროთ 2 კილოგრამი შაქარი, ავადუღოთ მოვათავსოთ შიგ კაკალი და ვადუღოთ. კაკლის ხარშვის დროს ჩავამატოთ პატარა სუფთა პარკში მოთავსებული დანაყილი დარიჩინი, მიხაკი, ილი და ვხარშოთ სანამ კაკალი მზად არ იქნება (კაკალი უნდა ბრწყინავდეს შავად). როცა მურაბა მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და დავუმატოთ გემოვნებით ვანილი.

კაკლის მურაბა

4.9 (97.14%) 7 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ვარდის მურაბა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი