მწვანე ბროკოლი თქვენი ჯანსაღი კვებისთვის!
ინგრედიენტები:
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
სტაფილო – 1 ც.
სატაცური – 300 გ.
ფქვილი – 2 ს.კ.
რძე – 1/2 ჩ.ჭ.
ბროკოლი – 400 გ.
ბოსტნეულის ნახარში – 1 ჩ.ჭ
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ გრძლად დაჭრილი სტაფილო და განაგრძეთ შუშვა. დაჭრილი სატაცურის ღეროები მოხარშეთ და გახეხეთ. სოუსისთვის მოხალეთ ფქვილი, გააგრილეთ, შეურიეთ რძეს, დაუმატეთ პილპილი, მარილი და ადუღეთ 5-7 წთ. გაწურეთ და შეურიეთ გახეხილი სატაცური. ბროკოლს დაასხით ბოსტნეულის ნახარში და ადუღეთ 10 წთ. ამოიღეთ, შეურიეთ სტაფილოიანი მასა, სატაცურის სოუსი და შუშეთ 15 წთ. 5 წთ-ით ადრე დაუმატეთ პილპილი და მარილი.
ტომატი ( შესანახად) |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი