ავსტრიული შოკოლადის ღვეზელი

შემადგენლობა:

ფირფიტა:

გულსართი:

მომზადება:

ფირფიტა

  1. ელექტროღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ
  2. ფქვილი, დაფქული ნუში, შაქრის ფხვნილი და კაკაო კომბაინში ჩაყარეთ და კარგად შეურიეთ
  3. დაუმატეთ კარაქი და ისევ შეურიეთ, სანამ ფხვიერ მასას მიიღებთ
  4. დაუმატეთ კვერცხის გულები და ვანილი და ისე შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ
  5. ცომის ერთი-მესამედი ამოიღეთ, ცელოფანში შეახვიეთ და მაცივარში შედგით
  6. ცომის დარჩენილი ნაწილი – ორი-მესამედი მოათავსეთ 28 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში, მოსახსნელი ძირით
  7. გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. გამოდგით და ფორმაშივე გააგრილეთ.

გულსართი

  1. გარგარი და ფორთოხლის წვენი მცირე ზომის ჯამში მოათავსეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. დროგამოშვებით ურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და ძალიან ნელ ცეცხლზე 10 წუთით დატოვეთ.
  2. ცეცხლიდან გამოდგით, დაუმატეთ გარგარის ლიქიორი და 1 2/3 ჭიქა (400 გ) გარგარის ჯემი (დანარჩენი ზემოდან წასასმელად შეინახეთ). კარგად შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღო და ოდნავს რომ შესქელდება, გაგილებულ ფირფიტას გადაუსვით.
  3. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე 5 მმ სისქეზე. დაჭეით 1 სმ-ის ზოლებად და ღვეზლის ზედაპირის გასაფორმებლად გამოიყენეთ.
  4. გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში. როცა გულსართს ბუშტულები გაუჩნდება, ღუმლიდან გამოიღეთ.
  5. გააგრილეთ და ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ. დარჩენილი გარგარის ჯემი პატარა ჯამში, დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ.
  6. სუფრასთან თბილი ან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული მიიტანეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ჰალვა





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი