შოკოლადის ტორტი

შემადგენლობა:

ცომისთვის:

კრემისთვის:

მინანქრისთვის:

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად კვერცხის გული გავაცალკევოთ ცილისგან, ავთქვიფოთ. დავუმატოთ შაქრის ფხვნილი, გამდნარი კარაქი და ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა. ფქვილი გავცრათ, ავურიოთ კაკაოს და დავუმატოთ კვერცხის მასას. მიღებული ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ ტაფაში, გამოვაცხოთ 40-45 წუთი. ბისკვიტი 15 წუთის განმავლობაში გავაციოთ და გავყოთ 3 ფენად. კრემის მოსამზადებლად შაქრის ფხვნილი წყალთან ერთად ვხარშოთ, დავუმატოთ ნუში, კარგად მოვშუშოთ, დავასხათ ფოლგაზე, გავაციოთ და კარგად დავჭყლიტოთ. კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ შესქელებული რძე და ნუშიანი მასა. ბისკვიტის ფენები ერთმანეთს შევურიოთ კრემით.  მინანაქრის მოსამზადებლად შოკოლადი დავადნოთ, დავუმატოთ კარაქი და მოვასხათ ტორტს. გავაფორმოთ ნუშით, ნიგვზით ან მიწის თხილით.

შოკოლადის ტორტი

4.9 (97.14%) 7 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბანანის კექსი ნუშით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი