ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

გაგიკვირდებათ, რა გემრიელი შეიძლება იყოს ყვავილოვანი კომბოსტო!

იხილეთ ჩვენი რეცეპტი!

შემადგენლობა:

მომზადება: 

ყვავილოვან კომბოსტოს მოვაცალოთ მწვანე ფოთლები, მოვაჭრათ ბოლოები, შემდეგ დავშალოთ პატარ-პატარა ნაწილებად,გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში.ამოვალაგოთ საცერზე, რომ დაიწრიტოს.კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კომბსოსტოს მოვასხათ. ჩავუმატოთ წმინდად დაკეპილი ახალი ქინძი,კამა,ოხრახუში,შევანელოთ დაფქული შავი პილპილით და ყვითელი ყვავილით. ავურიოთ ერთმანეთში ისე,რომ კომბოსტო არ დაიმტვრეს.შემდეგ დავახუროთ თავსახური და კიდევ მოვშუშოთ ორთქლში.როცა მზად იქნება,გადავიტანოთ ღრმა ტაფაში,მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და გამდნარი კარაქი,შევდგათ აირღუმელში.როცა კვერცხი შეიწვება,გამოვიღოთ ღუმლიდან და სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ.

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

3 (60%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ოსტრი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი