ღუმელში შემწვარი კარტოფილი

შემადგენლობა:

მომზადება:

ვიღებთ მოზრდილ კარტოფილებს და კარგად ვრეცხავთ. კანს არ ვაცლით, ვჭრით შუაზე და  მარილმოყრილს  გაზქურაში ვწვავთ ორივე მხრიდან. ცალკე ვამზადებთ კარტოფილზე მოსასხმელ სოუსს: წვრილად  დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დანაყილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი ყველი. ამ ყველაფერს ვურევთ არაჟანში ისე რომ არ იყოს თხელი მასა. წიწაკასა და მარილს გემოვნების მიხედვით ვამატებთ. ამ მზა მასას შემწვარ კარტოფილს ზევიდან ვუსვამთ და ისევ გაზქურაში ვაბრუნებთ. ყველი რომ გაწითლდება, კერძიც უკვე მზადაა.

ღუმელში შემწვარი კარტოფილი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კომბოსტო არაჟნით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი