ღორის ხორცი სოკოთი
შემადგენლობა:
- 2 ს.კ ფქვილი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 1 ჭიქა ხორცის ბულიონი
- 1 ს.კ აჯიკა
- 1 კგ ღორის მკერდის რბილი ნაწილი
- 100 გ ლორის ქონი
- 600 გ შემწვარი სოკო
- 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
- 6 ნაჭერი ხორბლის პური
- დაფქული შვი პილპილი
- მარილი
მომზადება:
- სოუსის მოსამზადებლად მოხალეთ ფქვილი, შეურიეთ არაჟანი, დაასხით ბულიონი, დაუმატეთ მარილი და ადუღეთ შესქელებამდე. დაუმატეთ აჯიკა და გაწურეთ.
- ღორის ხორცი დაჭერით 6 ნაწილად. დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი,პილპილი, შეწვით ჯერ ტაფაზე ღორის ქონში, შემდეგ-ღუმელში.
- სოკო დაჭერით წვრილად და დაასხით ღვინო.
- ოურის ნაჭრებს მოაცილეთ ქერქი და შებრაწეთ ხორცის შეწვის შემდებ დარჩენილ ცხიმში. პურზე დაალაგეთ ღორის ხორცი, მოახით სოუსი და სუფრასთან მიიტანეთ სოკოს გარნირთან ერთად.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი