ღვეზელის ცომი

შემადგენლობა:

მომზადება:

ფქვილი,შაქარი და მარილი კომბაინში ჩაყარეთ. სწრაფად შეურიეთ. დაუმატეთ კარაქი და სწრაფად ურიეთ,სანამ მასა ფხვიერი გახდება. ურიეთ და თან დაუმატეთ კვერცხი და ნაღები. თქვიფეთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი გახდება. ცომი მოათავსეთ გამჭირვალე ცელოფანში,18 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და ცელოფანში შეფუთეთ. შედეთ მაცივარში სულ ცოტა, 30 წუთით. ტარტის ფორმას, მოსახსნელი ძირით, ცოტაოდენი ცხიმი წაუსვით. ცომს ცელოფანი მოხსენით და გრილ ზედაპირზე, მაგალითათ,მარმარილოს დაფაზე მოათვსეთ, რაც  ცომს სწრაფად დარბილების საშუალებს   არ მისცემს. ცომს ირივე მხრიდან ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. ცომს ორივე მხრიდან თხელი ცელოფანი ან პერგამნეტის  ქაღალდი დააფარეთ და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე,33 სმ დიამეტრით. თუ შეატყობთ, დროდადრო ცელოფანი მოხსენით და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. თუ ცომი ზედმეტად ნაზი გამოვიდა, მაცივარში შედგით, რომ ცოტა გამაგრდეს. ცომის ედაპირიდან ცელოფანი მოხსენით. ცომი ფორმაში ფრთხილად მოათავსეთ. გვერდები ხელით ისე გაასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალოს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ფორმიდან გადმოვა, უკანვე ჩააბრუნეთ და დაახლოებით 5 მმ სისქის სარტყელი გაუკეთეთ. შეგიძლიათ ცომი გამოცხობამდე კიდევ ერთხელ, ნახევარი საათით, გააცივეთ.  ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. ფორმაში გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფოლგის  ქაღალდი დააფარეთ. ამოავსეთ გამომშრალი მარცვლეულით. 5 წთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 190 გრადუსმზე დაუწიეთ და კიდევ 5-10 წთ-ით დაიტვეთ, ვიდრე ფირფიტა გამაგრდება და მოაყავისფრო-ოქროსფერს მიიღებს. გამომცხვარი ფირფიტა ღია ყავისფერი უნდა იყოს. ის უკვე შეგიძლიათ მირთვათ ან ზემოდან სასურველი მასა წაუსვათ და ცხობა განაგრძოთ.

ღვეზელის ცომი

1 (20%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბომბოლონი ლიმონის კრემით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი