ღერღილის ღომი

მომზადება:

მსხვილად დაფქული სიმინდი- ღერღილი გავცრატ. ფქვილი გამოვა საცრიდან, ხოლო ნამდვილი ღერღილი საცერზე დარჩება და მის ზემოთ მოგროვდება ქატო. ეს ქატო ნაწილობრივ გადმოვიღოთ ღერღილის ზედაპირიდან. სემდეგ ღერღილი ჩავყაროთ საღომე ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი, კარგად მოვურიოთ და ეს რძისებრი წყალი გადავასხათ საცერდაფარებულ მეორე ქვაბში სიე, რომ პირველ ქვბში დარჩეს გარეცხილი ღერღილი, მეორეში ნარეცხი წყალი, ხოლო საცერზე-ქატო. ეს გამოწურული წყალი ისეც ჩავასხათ საღომე ქვაბში, კიდევ  კარგად მოვურიოთ და ისევ ჩავასხათ მეორე ქვაბში. ასე გავიმეოროთ სამ-ოთხჯერ. შემდეგ იგივე წყალი დავასხათ გარეცხილ ღერღილს და შევდგათ ცეცხლზე მოსახარშავად. წამოდუღების შემდეგ ხშირად ვურიოთ სპეციალური ხის  ბრტყელი ჯოხით-ჩოგნით. როდესაც ღომი სქელ ფაფად გადაიქცევა, ჩავაყაროთ ის ფქვილი, რომელიც გამოიცარა, და კარგად ჩავზილოთ სუთით. ზელა სწრაფად უნდა ხდებოდეს 10-15 წუთს. მოზალის შემდეგ ღომი უნდა დავდგათ ნელ ცეცხლზე დასაშუშებლად. ჯობია იშუშოს თავდახურულ ჭურჭელში, მაგრამ ისე, რომ ორთქლის ამოსალესი არე ჰქონდეს. დაშუშების შემდეგ ერთხელ კიდევ უნდა მოიზილოს სუთით და ღომი მზად იქნება, თეფშებზე ამოვიღოთ ცივ წყალში ამოვლებული ჩოგნით.

ღერღილის ღომი

2.5 (50%) 2 vote[s]





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი