ფორთოხლის კოქტეილი

მომზადება:

1 კგ ფორტთოხალს ყვითელი კანი თხლად ავათალთ. კანს დავასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დავდგათ 24 საათი. შემდეგ მიქსერით ავთქვფიოთ და საცერში გავწუროთ. განაწურ ფორთოხლის კანს დავასხათ კიდევ 1 ლიტრი ავადუღარი, შეგრილებული წყალი და კვლავ ავთქვფიოთ, შემდეგ კი გავწუროთ დოლბანდში.

დავჭრათ 1 ლიმონი კანიანად და 2 გაფცქვნილი ფორთოხალი. დავასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი და მიქსერით ავთქვფიოთ. გავწუროთ დოლბანდში.

ამგვარად მიღებული 3 ლიტრ წვენში ჩავყაროთ 500 გრ შაქრის ფხვნილი, კარგად მოვურიოთ და თავდახურული შევდგათ მაცივარში. სურაზე მიტანისას ჩავყაროთ შიგ ყინული.

ფორთოხლის კოქტეილი

1 (20%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ატმის კოქტეილი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი