ტორტი ‘’სენატორი’’

 

მომზადება:

10 კვერცხის ცილა და 2 ჩ.ჭ შაქარი  ავთქვიოთ კარგად. დავუმატოთ 2 ჩ.ჭ მოხალული დაჭრილი ნიგოზი, ვანილი. მივიღებთ სქელ ბეზეს. 4ს.კ ბეზესგან გავაკეთოთ ყვავილები, დანარჩენი ბეზე გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ერთნაირ ტაფაზე, რომელზეც დაფენილი იქნება ფოლგას ცხიმწასმული ქაღალდი. ბეზეს ყვავილები და ეს  2 ტაფა შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 2.5-3 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გამოცხობის შემდეგ გავაციოთ და ერთმანეთს დავაწებოთ კრემით. ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გამომცხვარი ბეზეს ნაფშხვენები, გავაფორმოთ ბეზეს ყვავილებით.

კრემის მომზადება:

2 ქილა შესქელებული რძე ვხარშოთ 3საათის განმავლობაში. ცალკე ავთქვფიოთ 300 გრ კარაქი და შევათქვფიოთ მოხარშული შესქელებული რძე. დავუმატოთ 3 ს.კ კონიაკი, 2ს.კ ხსნადი ყავა.

ტორტი ‘’სენატორი’’

3.1 (62.5%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ღვეზელი წითელი ბლით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი