ტორტი ‘’ დღე და ღამე’’

შემადგენლობა:

მომზადება:

5 მთლიანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ჩ.ჭ არაჟანი ან მაწონი, სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი, 2ჩ.ჭ ფქვილი, კარგად მოვურიოთ, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოვაცხოთ ( ეს იქნება ‘’ დღე’’)

 მოვამზადოთ ზუსტად იგივე შემადენლობით მეორე ცომი, მხოლოდ წინასწარ დავამატოთ 2ს.კ კაკაოს ფხვნილი და 1ჩ.ჭ, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, მიღებული მუქი ფერის ცომი გამოვაცხოთ ცხიმწასმულ იგივე ყალიბში ( ეს იქნება ‘’ღამე’’)

როცა გამოცხვება წავუსვათ კრემი პირველ ბისკვიტს,დავაფაროთ მეორე ბისკვიტი, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი შერეული დაფხვნილ შოკოლადთან ერთად.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:

3 კვერცხისა და 2 ჩ.ჭ შაქრს ფხვნილთან  გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 4ს.კ პურის ფქვილი, თანდათანობით დავასხათ ცხელი რძე და როცა კარგად გაიხსნება,დავდგათ ცეცხლზე, წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ და გაციების შემდეგ შევათქვიფოთ 300 გრ კარაქი.

ტორტი ‘’ დღე და ღამე’’

2 (40%) 4 vote[s]





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. ხათუნა says:

    იქნებ დამიწეროდ ნამცხვარი კარამელიტ..რეცეპტი..

დატოვეთ კომენტარი