ტოლმა

შემადგენლობა:

მომზადება:

500 გრამ დაკეპილ ხორცში ავურიოთ 3 ძირი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1კონა წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანიი, 200 გრამი დარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, მარილი და 1კოვზი დანაყილი შავი პილპილი. ჩავასხათ შიგ ბულიონი ან ცოტა წყალი. მდუღარე წყალში წინასწარ ჩავთუთქოთ კომბოსტოს ფოთლები, ჩავდოთ თითოეულში დაახლოებით 1 1/2 სუფრის კოვზი ფარში და შევახვიოთ ისე, რომ  მუთაქის ფორმა მიიღოს. ჩავალაგოთ ისინი მჭიდროდ თავდახურულ ქვაბში, დავასხათ გაფცქვნილი მწიფე პომიდვრები, ხოლო თუ ზამთარია ჩავასხათ  1 ჭიქა ტომარი, შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში. როცა კარგად მოიხარშება, ამოვალაგოთ ლანგარზე. ქვაბში დარჩენილ ნახარშს დავასხათ 1 ჩ.ჭ მაწონი ან არაჟანი, ავურიოთ და გადავასხათ ტოლმას. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი ან კამა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სოკოს ფლავი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი