ბოსტნეულის ბლინები ( სამარხვო)

შემადგენლობა:

მომზადება:

წინასწარ მოამზადეთ ბლინები. ფქვილი და მინერალური წყალი ისე გააზავეთ, რომ მიიღოთ შედედებული რძის სისქის მასა, ორივე მხრიდან გამოაცხვეთ და შიგთავსი მოამზადებას დაელოდეთ. გაზზე დადგით დიდი ზომის ქვაბი და წყალი აადუეთ. დაიწყეთ შიგთავსის მომზადება : კომბოსტო წვრილად და გრძლად დაჭერით, გახეხეთ სტაფილო, წვრილად დაჭერით წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკები. შემდეგ დაჭერით ქინძი, ოხრახუში და კამა. ამ დროს ქვაბში წყალი უნდა დუღდეს. მასში 3 ს.კ მარილი ჩაყარეთ და დაჭრილი ბოსტნეული ჩაყარეთ მხოლოდ 5-7  წუთი, არ გადახარშოთ, რომ ბოსტნეულმა არ დაკარგოს მთავარი დანიშნულება- სარგებლობა. გადმოყარეთ თუშფალანგზე და გააციეთ. ამის შემდეგ გემოვნებით დააყარეთ მარილი და შავი პილპილი ( სხვადასხვა უცხოური სუნელებიც უხდება). როდესაც მასა მზად იქნება, გადაახვიეთ ბლინში და ის უკვე მზად არის შესაწვავად. ბევრ ზეთში და მაღალ ცეცხლზე უნდა შეიწვას.

ბოსტნეულის ბლინები ( სამარხვო)

3 (60%) 4 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

samarxvo სამარხვო კერძი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი