საზამთროს მურაბა

მომზადება:

საზამთროს მოაცილეთ გარეთა მწვანე და შიგა ვარდისფერი ნაწილი,აწონეთ.

დაჭერით ფიგურებიანი საჭრელით, დაჩხვლიტეთ. ჩაყარეთ სოდიან წყალში ( კილო საზამთროზე 5 ჭიქა თბილი

წყალი და 1 ჩ.კ სოდა) დაახურეთ თავი და დატოვეთ 4 საათი, შემდეგ ამოიღეთ ქაფქირით,რამდენჯერმე

გაავლეთ ცივი წყალი.

მოადუღეთ სიროფი: კილო საზამთროზე, 500 გრ შაქარი და სამი ჭიქა წყალი. საზამთრო ჩაყარეთ მდუღარე

სიროფში. ადუღეთ 15 წთ. გადმოდგით და გააჩერეთ მთელი ღამე.

შემდეგ დაუმატეთ შაქრის ფხნილი, კილოზე 500 გრ და ხარშეთ, სანამ საზამთრო არ მიიღებს ქარვისფერს და

სიროფი არ შესქელდება. დაუმატეთ ვანილი და ლიმონის წვენი.

საზამთროს მურაბა

4.3 (85.26%) 19 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

გარგარის ჯემი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი