შემადგენლობა:
მომზადება:
საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაამატეთ იმდენი ფქვილი,რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა, მოურიეთ, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას. კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ. გულები გათქვიფეთ გათეთრებამდე, 75 გრამ შაქართან ერთად. ცომს დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი, კვერცხის გულების მასა, ვანილი და მარილი, ასევე, გამდნარი ( მაგრამ არა ადუღებული) და შემდეგ შეგრილებული კარაქი. კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ დანარჩენ შაქართან ერთად, ფრთხილად შეურიეთ მომზადებულ მასას, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილზე დაახლოებით ერთი საათით. ცომი მოცულობით ორჯერ უნდა გაიზარდოს. კანგაცლილი, გათლილი ნუში, ცუკატები და ქიშმიში აურიეთ ცოტა ფქვილში და შეაზილეთ ცომს, შემდეგ ჩადეთ ქაღალდჩაფენილ ცხიმწასმულ და საფანელმოყრილ ფორმაში ისე, რომ ჭურჭლის ერთი მესამედი დაიკავოს და კიდევ დადეთ ასაფუებლად. კიდევ ერთ მესამედზე რომ ამოვა, ცომი ერთხელ კიდევ ჩაზილეთ კოვზით, ცოტა ხანს გააჩერეთ, შედგით 150 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში და გამოაცხვეთ. პასკა ფორმიდან ამოიღეთ შეგრილების შემდეგ. შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით ან შოკოლადის მინანაქარით. გახსოვდეთ, ფორმაში მოთავსებული ცომი დიდხანს და ენერგიულად უნდა ზილოთ , კარგად რომ აფუვდეს.
პოლონური ხაჭოს პასკა 2 |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი