ჩურჩხელა

მომზადება:

ნიგოზი დაჭერით ოთხ ნაწილად. ძაფი გადაკეცეთ ორპირად, გამოკვანძეთ და ნემსით აასხით ნიგვზები ისე, რომ ლებნებს ერთი მიმართულება ჰქოდეთ, შემდეგ გაუკეთეთ ყუნწები და ერთი დღით გაკიდეთ, რომ გაშრეს. 1 ლ ბადაგი ჩაასხით ქვაბში და შეათბეთ, დაამატეთ 1 სავსე ჩ.ჭ რუხი ფქვილი და თან გამუდმებით ურიეთ. თათარა ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. როდესაც თათარა ადუღდება, შესქელლდება და ზელისას ღია ფერის ზოლები დაემჩნევა, ცეცხლს დაუწიეთ.ამ დროს თათარის ტემპერატურა დაიწევს და შეგიძლიათ ამოავლოთ ჩურჩხელა. ნიგოზ აცმული ძაფი მოათავსეთ თათარაში, ხის კოვზით ზემოდანაც  თათარა წაუსვით. ნიგოზი მთლიანად უნდა იყოს დაფარული თათარით. ძაფის ყუნწით სწრაფად ამოწიეთ თათარიდან და გადაკიდეთ ხარიხაზე. მზიან ამინდში ჩურჩხელის  გაშრობას 9-10 დღე სჭირდება. გამშრალი ჩურჩხელა ტილოს ნაჭერში გაახვიეთ  და მშრალ გრილ ადგილას შეინახეთ.

ჩურჩხელა

3 (60%) 6 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ტირამისუ მარწყვით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი