ნიგვზიანი ხარჩო

შემადგენლობა:

მომზადება:

ნიგოზი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად,ჩაყარეთ ქვაბში ცოტა წყალთან ერთად და შუშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით. პამიდორი დამდუღრეთ,კანი გააცალეთ და თესლი მოაშორეთ.

დაჭრილი პამიდორი ათქვიფეთ ბლენდერში. ხორცს დაუამტეთ ცხიმი და ხახვი. შუშეთ დაახლოებით 20-25 წუთი. კარგად რომ ჩაიშუშება, პამიდორი დაასხით. მოშუშულ ხორცს ცოტა მდუღარე წყალი დაასხით და შუშვა ნელ ცეცხლზე განაგრძეთ. გატარებულ ნიგოზს დააყარეთ ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, მაირლი, სიმინდის ფქვილი, დაასხით წყალი და აურიეთ.

ნიგვზიანი მასა ბლენდერით ათქვიფეთ. როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, დაასხით ნიგვზიანი მასა და აურიეთ. როცა წამოდუღდება,დაამატეთ წიწაკა, ნიორი,მარილი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. სუფრარასთან მიტანისას ხარჩოს ნიგვზის ზეთი მოასხით.

ნიგვზიანი ხარჩო

5 (100%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ტამაცუნი



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი