ნამცხვარი შოკოლადის კვერებით
შემადგენლობა:
- 1 მზა ბისკვიტი
- 5 ფირფიტა თეთრი ჟელატინი
- 450 გ ნაღები
- 130 მლ კვერცხის ლიქიორი
- 150 გ ცხიმიანი ხაჭოსებრი ყველი
- 5 ს.კ ლიმონის წვენი
- 16 ც შოკოლადის პატარა კვერები
- 4 ს.კ კაკაო
მომზადება:
- ბისკვიტი დადეთ ლანგარზე. ჟელატინი დაარბილეთ ცივ წყალში. ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე.
- კვერცხის ლიქიორი შეათბეთ და შიგ დარბილებული ჟელატინი გახსენით. ხაჭოსებრ ყველს შეურიეთ ლიმონის წვენი და დაუმატეთ ლიქიორიან მასას.შეურიეთ ათქვეფილი ნაღები. კრემი გუმბათისებურად წაუსვით ბისკვიტს და დადგით გრილ ადგილას 30 წთ.
- ნამცხვარი მორთეთ შოკოლადის კვერებითა და კაკაოთი.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი