ნამცხვარი ”იდეალი”

 

შემადგენლობა:

მომზადება:

ორი მთლიანი კვერცხისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ორი ს.კ თაფლი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩ.ჭ  ნიგოზი, სოდა -გახსნილი ძმარში, ვანილი, 1.5 ჩ.ჭ ფქვილი და ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ.( ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი). ცომი გავყოთ 4ნაწილად ( სამი თანაბარი ზომის, ერთი პატარა გუნდა დასაფხვნელად). კარაქწასმულ ყალიბში გავაბრტყელოთ თითოეული ნაწილი და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ერთი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, არაჟანი კაკაო, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩ.ჭ ნიგოზი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, ერთი საათით შევდგათ მაცივარში და შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს, დავაწყოთ ერთმანეთზე, პატარა ფირფიტა დავფხვნათ და ზემოდან მოვაყაროთ.

ნამცხვარი ”იდეალი”

4.3 (86.92%) 26 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კექსი მარტივად



ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. სახელი*ქეთი says:

    ძალიან ადვილია …

  2. სახელი*ლამზირა says:

    ეტყობა კარგი ნამცხვარია

  3. სახელი*keti says:

    Am receptis mixedvit 4 firfita ar gamodis. Maximum 2 cali.

დატოვეთ კომენტარი