ნამცხვარი “ზებრა”

ზებრა

ჩვენი მომხმარებლის ძალიან მარტივი და გემრიელი რეცეპტი!

ინგრედიენტები:

კვერცხი – 5 ც

შაქარი – 2 ჩ/ჭ

მაწონი – 1 ჩ/ჭ

სოდა – 1 ჩ/კ

ძმარი – 1 ს/კ

ვანილი – 1 ც

ფქვილი – 2 ჩ/ჭ

კაკაო – 1 შეკვრა

მომზადების წესი:

კვერცხს, შაქარს, მაწონს კარგად გავთქვეფავთ მიქსერით, შემდეგ დავუმატებთ ძმარს და სოდას. ამის შემდეგ ნელნელა დავამატებთ ფქვილს, მასა არ უნდა იყოს არც ცომის სისქის და არც თხელი, ანუ გვჭირდება ე.წ. “დასასხამი” ცომი.  ამ ყველაფერს რომ ერთად ურევთ, გავყოფთ ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დავაყაროთ 2 ს/კ კაკაო და ავურიოთ. ჟარუნას წავუსვათ ზეთი და მიღებული მასა შემდეგნაირად მოვათავსოთ: ერთი სუფრის კოვზი თეთრი და ზემოდან ერთი სუფრის კოვზი კაკაოანი მასა. ამის შემდეგ მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ ოცი წუთის განმავლობაში.

რაც შეეხება შოკოლადის მინანქარს, 50 გრამი კარაქი, 4 ს/კ წყალი,  3 ს/კ კაკაო და 1 ჩ/ჭ შაქარი ავურიოთ და ნელ ცეცხლზე ვამყოფოთ მანამ სანამ არ წამოდუღდება, შემდეგ ცხელი მოვასხათ ნამცხვარს.

ნამცხვარი “ზებრა”

4.3 (86.67%) 6 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ''მადონა''





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. ანი says:

    ძალიან გემრიელია

დატოვეთ კომენტარი