შემადგენლობა:
მომზადება:
4 კვერცხის გული გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. დავამატოთ დარბილებული 200 გრ კარაქი ან მარგარინი, 2-3 ს.კ არაჟანი ან მაწონი,, სოდა გახსნილი ძმაღი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ 3 თანაბარ და ერთ პატარა ნაწილად, გამოვაცხოთ ფირფიტები აირღუმელში მრგვალ ფორმაში. როცა გაცივდება, ფირფიტებს შორის წავუსვათ ვაშლის გულსართი, რომელიც შედეგნაირად მზადდება: ვაშლი გავფცქვნათ, გავხეხოთ წმინდა სახეხზე, დავაყაროთ 1 ც.ჭ შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ, 4 კვერცხის ცილა გავთქვფიოთ კარგად, სანამ თეთრ, მაგარ ქაფს არ მივიღებთ. თანდათან შევათქვიფოთ ვაშლის პიურე. მიღებული მასა წავუსვათ ფირფიტებს, ერთმანეთზე დავალაგო, ბოლო ფირფიტას წავუსვათ ვაშლი და მოვაყაროთ პატარა ფირფიტის ნაფხვენი.
![]() |
გოგრის ღვეზელი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი