თევზის საცივი

შემადგენლობა:

მომზადება: 

გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.

წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან  ( ზაფრანა) ერთად და გამოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონს ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში, ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხის გული.

შემწვარი თევზი ლანგარზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანის წინ, მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ღერღილის ღომი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი