დაწნული პური ყველით

შემადგენლობა:

 

§  1 ბრიკეტი საფუარი

 

§  1 ც.კ შაქარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მომზადება: 

1.     შაქარი და საფუარი გახსენით 350 მლ ნელთბილ წყალში.შეურიეთ ერთმანეთს ორნაირი ფქვილი, ღერღილი და მარილი. დაასხით საფუვრიანი წყალი, ზეთი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

2.      დააფარეთ და დადგით 30 წთ. ყველი გახეხეთ მსხვილად. ამოსული ცომი 200 გ გახეხილ ყველთან ერთად გადაზილეთ და თავდახურული კვლავ დადგით 30 წთ.

3.      გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გაყავით ცომი სამ თანაბარ ნაწილად, თითოეულს მიეცით 30 სმ სიგრძის მილის ფორმა, დადეთ საცხობ ფირფიტაზე და დაწანით.

4.      დააფარეთ და დაგით კიდევ 15 წთ. შემდეგ აცხვეთ 30 წთ. ცილას შეურიეთ რამდენიმე წვეთი წყალი და გადაუსვით ცომს. მოაყარეთ დარჩენილი ყველი და კვლიავი. აცხვეთ კიდევ 15-20 წთ.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კვერცხიანი პური ლორით



ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი