გასცდით ქართული სამზარეულოს ფარგლებს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!
ინგრედიენტები:
საქონლის მჭლე ხორცი – 300 გ.
ხახვი – 2 თავი
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
ტომატ-პასტა – 2 ს.კ.
წითელი ბულგარული წიწაკა – 1 ც.
ხორცის ბულიონი – 1.5 ჩ.ჭ.
ფქვილი – 1 ს.კ.
კიტრის მწნილი – 30 გ.
დაფნის ფოთოლი – 1 ც.
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
საქონლის ხორცი დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ პილპილი და მარილი. ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ხორცი და შუშეთ ცეცხლზე 15 წთ. დაუმატეთ მოშუშული ტომატ-პასტა, გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ბულიონი, მოხალული ფქვილი და შუშეთ 30 წთ. 10 წუთით ადრე შეურიეთ ტხლად დაჭრილი კიტრის მწნილი, 5 წუთით ადრე დაფნის ფოთოლი. გარნირად მიიტანეთ მოხარშული ჭარხალი.
კვერცხი ტომატში |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი