ბრინჯის პუდინგი

შემადგენლობა:

მომზადება:

ბრინჯი გავრეცხოთ, დავასხათ რძე და დავდგათ ცეცხლზე. როცა მოიხარშება, გადმოვდგათ და გავაციოთ. თუ ბრინჯს მოხარშვა დააკლდება, ცოტა რძე ან წყალი დავუმატოთ და ხარშვა განვაგრძოთ. ბრინჯი არ უნდა ჩაიშალოს. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა კარგად გავთქვიფოთ, სანამ ბეზეს მასას მივიღებთ. თანდათან დავუმატოთ შაქარი და კვერცხის გულები. შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი,ვანილის ექსტრაქტი და მარილი. კვერცხის მასა შევურიოთ ბრინჯის ფაფას, სანამ ერთგვაროვან მასას მივიღებთ.

ფორმას წავუსვათ კარაქი და შიგ მოვათავსოთ ბრინჯის მასა, გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. მზა დესერტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ასევე ძალიან უხდება სხვადასხვა კენკრა და ხილის სოუზი.

შეაფასეთ გვერდი







ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი